მექსიკის ჩრდილოეთით ნუევო ლეონის შტატში ავტობუსის ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებზე სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობაა ასახული.
სამგზავრო ავტობუსი მონტერეიდან მეზობელი შტატში მიემგზავრებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.