ევროკომისიის პრეზიდენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, უწყება მთელ მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩამდენებს პასუხისმგებლობას აკისრებს და მსხვერპლებს საშუალებას აძლევს თავიანთი ხმა გააჟღერონ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და იმოქმედოს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.