თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს

07 ივნისი 2025, 12:05 112 ნახვა

თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში 1 კვირის განმავლობაში საქართველოს 8  მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ისრაელის ყალბი პასპორტები ჰქონდათ. იმიგრაციის სამსახურის განცხადებით, 8 ცალკეული ინციდენტის დროს 40-დან 50 წლამდე პირები დააკავეს, რომლებიც ისრაელში სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ. მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ და საქართველოში დააბრუნეს. ისრაელის საგამოძიებო ორგანოები ყალბი დოკუმენტების წყაროს ადგენენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში