მასობრივი საპროტესტო აქციები აშშ-ში – ტრამპის გადაწყვეტილება

08 ივნისი 2025, 14:57 106 ნახვა

აშშ-ბის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული გვარდიის 2,000 წევრი ლოს-ანჯელესში გაგზავნა, მას შემდეგ რაც ქალაქში აშშ-ს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტი გამწვავდა და მასშტაბური გახდა. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ამიერიდან, პროტესტებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება.
მიგრანტებთან დაკავშირებული პროტესტი ლოს ანჯელესში გუშინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქის მასშტაბით 44 პირი დააკავეს, რომლებიც სახელმწიფოს მტკიცებით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში