წამქეზებლების მიერ დაფინანსებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული, ასევე, ამიერიდან აქციებზე ნიღბების ტარება არ დაიშვება - ტრამპი

08 ივნისი 2025, 15:53 118 ნახვა

რადიკალი მემარცხენეების პროტესტები არ იქნება შეწყნარებული, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრმპმა განაცხადა.

„ეროვნული გვარდიის შესანიშნავი სამუშაო ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი და მერი, რომლებსაც, არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამოცანას. წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული​ასევე, ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“, – წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა 

შეტაკებები საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში, ორი დღეა, გრძელდება. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში