ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალებს დაავალა, რომ არ დაუშვან გემმა, რომელზეც გრეტა თუნბერგი იმყოფება ღაზის სექტორის სანაპიროზე მიაღწიოს. ისრაელ კაცი ბორტზე მყოფ პირებს გრეტა თუნბერგს ანტისემიტს ხოლო მის დანარჩენ პირებს მის თანამებრძოლ „ჰამასის“ პროპაგანდისტებს უწოდებს და მათ უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, „ბლოკადის დარღვევის ან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების მცდელობებს“ არ დაუშვებს.გემი, რომლის ბორტზეც შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის გარდა 11 აქტივისტი იმყოფება, ღაზის სექტორის მიმართულებით სიცილიიდან გასულ კვირას გავიდა.აქტივისტების განცხადებით, მათ მისიას ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევა და ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება წარმოადგენს.