ზელენსკი რუსეთს სტამბოლის შეთანხმებების დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს

09 ივნისი 2025, 09:04 79 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს რუსეთთან პატიმრების გაცვლას და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ჰუმანიტარული შეთანხმებების დაცვის ნებისმიერი უგულებელყოფა ეჭვქვეშ აყენებს აშშ-სა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ომის  დასასრულებლად. ზელენსკიმ ასევე გააფრთხილა უკრაინელები, სიფრთხილე გამოიჩინონ საჰაერო თავდასხმების შესახებ გაფრთხილებების დროს.

საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღია თურქეთში მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში გასათავისუფლებელი პატიმრების სრული სია. 

პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინა დაადანაშაულეს პატიმრების  გაცვლის განუსაზღვრელი ვადით გადადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში