ლოს-ანჯელესში მომიტინგეებმა ავტომაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა გააჩერეს

09 ივნისი 2025, 10:44 105 ნახვა

ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე მთავარ გზატკეცილზე, აშშ საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის რეიდების წინააღმდეგ  მასობრივი პროტესტის მონაწილეებსა  და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ავტომაგისტრალზე  ორივე მიმართულებით მოძრაობა დაბლოკეს. კალიფორნიის ეროვნული გვარდიის ძალები კვირას ლოს-ანჯელესში  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმიგრაციის შესახებ დაწესებული ზომების წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების ჩასახშობად ჩავიდნენ.

შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა მათი განლაგება უკანონოდ შეაფასა. ეროვნული გვარდია განალაგეს მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესში საპროტესტო ტალღა აგორდა და მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. კვირას ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებმა ვეიმოს ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. ვეიმო ერთადერთი ამერიკული ფირმაა, რომელიც უპილოტო რობოტაქსის მომსახურებას ახორციელებს. 

სამართალდამცავი ორგანოები მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ ლოს-ანჯელესის ცენტრში და მათ დასაშლელად ფედერალურმა ოფიცრებმა გაზის ბალონები გამოიყენეს. სამმა ოფიცერმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში