ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადება

09 ივნისი 2025, 14:01 97 ნახვა

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქალაქში არეულობის ჩასახშობად ეროვნულ გვარდია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განათავსეს, რისი საჭიროებაც არ იყო. 

კალიფორნიის ეროვნული გვარდიის ძალები კვირას ლოს-ანჯელესის ქუჩებში განლაგდნენ, რათა დახმარებოდნენ პოლიციას საპროტესტო აქციების ჩახშობაში, რასაც შტატის დემოკრატი გუბერნატორი, გევინ ნიუსომი, უკანონოდ მიიჩნევს.

„ისინი აშშ-ის არმიისთვის მუშაობენ და არა კალიფორნიის შტატის ეროვნული გვარდიისთვის“, - განაცხადა პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა მედიასთან ბრიფინგზე. მისივე თქმით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ძალადობა ესკალაციაში გადაიზარდა  და მომავალში შესაძლოა საჭირო გახდეს ეროვნული გვარდიის ჩართულობის „გადაფასება“. 

ეროვნული გვარდიის ჯარები კვირას  ფედერალური მთავრობის შენობებს იცავდნენ, როცა პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს შეეტაკნენ.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ რამდენიმე აქცია „უკანონო შეკრებად“ გამოაცხადა და ზოგიერთი მომიტინგე პოლიციისთვის სხვადასხვა უხეში საგნების სროლაში დაადანაშაულა. დაკავებულია  50 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში