პარიზის ცენტრში ათასობით მომიტინგემ მოითხოვა საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც გუშინ ისრაელის ძალების მიერ ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დაკავებულ საქველმოქმედო გემზე იმყოფებოდნენ.
ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი იახტა „მადლინი“, რომელსაც პროპალესტინური თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია მართავს, ღაზაში სიმბოლური ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ბორტზე საფრანგეთის ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ულტრა-მემარცხენე „უძლეველი საფრანგეთის“ პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტში რიმა ჰასანი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მოუწოდა ისრაელს მათი გათავისუფლებისკენ.