რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა კიევისა და ოდესის ოლქები - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო.
მინისტრმა დაადასტურა ოდესაში ორი დაღუპულისა და ცხრა დაშავებულის შესახებ მონაცემები, კიევში ოთხი ადამიანი დაშავდა, „ყველაზე მეტად დაზარალდნენ დარნიცკის, ობოლონსკის, შევჩენკოვსკის, გოლოსეევსკის რაიონები“.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 315 დრონი და შვიდი რაკეტა გამოიყენა.