ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, ათზე მეტი დაშავებულია. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და მასწავლებლები.
სკოლასთან დაახლოებით 20 გასროლის ხმა გაიგეს.
ავსტრიის სახელმწიფო მაუწყებელი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმაში სკოლის ერთ-ერთი მოსწავლეა ეჭვმიტანილი და რომ მან, სავარაუდოდ, თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. მისი ცხედარი სკოლის ერთ-ერთ ტუალეტში იპოვეს. მან ცეცხლი ორ საკლასო ოთახში გახსნა. ინციდენტის სხვა დეტალები არ ხმაურდება.