ავსტრიაში სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

11 ივნისი 2025, 09:01 154 ნახვა

ავსტრიაში ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ვენაში, პრეზიდენტის რეზიდენციაზე  დროშები დაუშვეს.

ავსტრიის განათლების მინისტრის, კრისტოფ ვიდერკერის თქმით, სკოლა, სადაც თავდასხმა მოხდა, ჯერჯერობით, დაკეტილი დარჩება. 

სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. 

დაღუპულია თავდამსხმელიც, რომელიც აღნიშნული სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ავსტრიის კანცლერის, კრისტიან შტოკერის შეფასებით, სამშაბათი ბნელი დღე იყო ქვეყნის ისტორიაში და სროლა ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში