ლოს-ანჯელესში კომენდანტის საათი აამოქმედეს

11 ივნისი 2025, 10:01 144 ნახვა

ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ასობით  საზღვაო ქვეითი განალაგეს, რამაც ამერიკის სიდიდით მეორე ქალაქში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა“. ტრამპის იმიგრაციული რეიდების საპასუხოდ დაწყებული საპროტესტო აქციების ჩასახშობად ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების გაგზავნით ტრამპის არაორდინალურმა ზომებმა მასობრივი ქუჩის გამოსვლები  გამოიწვია ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებში.

ძალადობისა და ძარცვის გამო კომენდანტის საათი გამოაცხადა. ქვეყნის დემოკრატი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული კრიზისის გამო, რომელიც  ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების დეპორტაციისა და შემდეგ ქუჩაში გამოსული ოპონენტების წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის რადიკალურმა მცდელობებმა გამოიწვია.

საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ ათობით მომიტინგე სამშაბათს საღამოს ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათიდან  კომენდანტის საათი დაწესდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში