საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავენ

11 ივნისი 2025, 14:01 216 ნახვა

საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავენ. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მალე დანების ონლაინ გაყიდვის საიტებზე ასაკის დადასტურებასაც დანერგავს.

15 წლის ბავშვს აღარ შეეძლება დანის ონლაინ შეძენა - განაცხადა მაკრონმა

10 ივნისს პარიზის მახლობლად ქალაქ ნოჟანში სკოლაში ჩანთების შემოწმებისას მოსწავლემ სკოლის თანამშრომელი, 31 წლის ქალი დანით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში