ლოს-ანჯელესში ათობით დემონსტრანტი დააკავეს

12 ივნისი 2025, 10:41 129 ნახვა

ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის რეიდების წინააღმდეგ  გამოსული მომიტინგეები ქალაქის ცენტრში კომენდანტის საათის დაწყებისთანავე  დააკავეს. საპროტესტო აქციების მეექვსე დღე ქალაქში ძირითადად მშვიდობიანი იყო. საპროტესტო ტალღა  გასულ პარასკევს დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული იმიგრაციული რეიდების სერიის საპასუხოდ.

პრეზიდენტმა პროტესტის ჩასახშობად  ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდია და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ფედერალური ქონებისა და პერსონალის დასაცავად განალაგა.

შტატისა და ადგილობრივი ლიდერები ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან  და აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური ჯარების არასაჭირო და უკანონო განლაგებით მხოლოდ დაძაბულობა გაამწვავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში