ირლანდიაში არეულობა მესამე დღეა გრძელდება

12 ივნისი 2025, 13:05 138 ნახვა

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა მესამე დღეა გრძელდება, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა. 

პოლიციამ ქალაქ ბალიმენაში გზები გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას  ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლეს. 

არეულობის შედეგად საცხოვრებელი სახლები, კერძო ბიზნესები და ავტომობილები დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში