ირანის სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებზე შეტევა გრძელდება  - ისრაელის თავდაცვა

13 ივნისი 2025, 11:43 206 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერლის განცხადებით ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ეფიმ დეფრინის თქმით, დრონების მოსაგერიებლად ამოქმედებულია ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა. თავის მხრივ, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა გამოიყენა 200-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. დეფრინი აღნიშნავს, რომ ისრაელელი პილოტები ჯერ კიდევ უტევენ ირანის სხვადასხვა რაიონში სამხედრო და ბირთვული პროგრამების სამიზნეებს. ბოლო მონაცემებით ირანის ტერიტორიაზე უკვე ჩამოგდებულია 330-ზე მეტი სხვადასხვა საბრძოლო მასალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში