ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ფონ დერ ლაიენმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლება და ხაზი გაუსვა რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ვესაუბრე ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით. მე, კიდევ ერთხელ, დავადასტურე ისრაელის უფლება, დაიცვას თავი და თავისი ხალხი. ამავდროულად, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ მაქსიმალურად თავშეკავებით და იმუშაონ ვითარების დეესკალაციაზე. შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.