ირანსა და ისრაელში სიტუაცია გაუარესდა, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს - რომის პაპი

14 ივნისი 2025, 14:19 150 ნახვა

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი.

პაპის თქმით, ყველა ქვეყნის მოვალეობაა, დაიწყონ შერიგების გზების ძიება.

„ირანსა და ისრაელში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ განვაახლო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში