„მდგრადი თევზჭერის მართვა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება“.-ამ თემაზე ნიცაში გაეროს ოკეანეების კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო პანელური დისკუსიები გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნინო თანდილაშვილმა დეტალურად ისაუბრა, ქვეყანაში უკვე დანერგილ სისტემურ რეფორმებზე, რომლებიც თევზჭერის მდგრადობას, გამჭვირვალობასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს. მან ყურადღება გაამახვილა უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, თანდილაშვილმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საერთო გამოწვევებზე - მათ შორის დაბინძურების, კლიმატის ცვლილებასა და გადაჭარბებულ თევზჭერაზე.