ემანუელ მაკრონის განცხადება

14 ივნისი 2025, 14:56 149 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონის თქმით, დღევანდელი სიტუაცია მაღალი რისკის შემცველია, მომდევნო საათები და დღეები კი უკიდურესად საშიშია მთელი რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთაც. მაკრონი აღნიშნავს, რომ ირანის პასუხებიდან გამომდინარე, აშკარაა რომ მსოფლიო შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომლის შედეგების სრულად წარმოდგენა დღეს არავის შეუძლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში