საქართველოში ისრაელის ელჩის განცხადება

15 ივნისი 2025, 11:58 105 ნახვა

,,ისრაელი გააგრძელებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას“-  ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს. დიპლომატის ტქმით, ისრაელმა იმოქმედა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სამხედრო პირებზე, რომლებიც ამ სახიფათო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობდნენ. თეირანის რეჟიმი არც სიტყვებით და არც მოქმედებით არ მალავს თავის მიზანს – ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ქვეყნებს.სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხოა ყველასთვის. გულწრფელად ვუხდით მადლობას მათ, ვინც გვიდგას გვერდში და აღიარებს, რომ ისრაელს — როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას — აქვს უფლება დაიცვას თავი მუდმივი და რეალური საფრთხისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაცვას", - წერს ელჩი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში