აშშ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

15 ივნისი 2025, 14:59 93 ნახვა

აშშ ნებისმიერი თავდასხმისთვის ძლიერი თავდაცვითი პოზიციით არის მომზადებული - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მდივანმა გაავრცელა. პიტ ჰეგსეთის თქმით, დონალდ ტრამპის მთავარი გზავნილი ირანისადმი უცვლელი რჩება და ის მოლაპარაკებებს გულისხმობს. მდივანი იმედოვნებს, რომ ირანი სწორედ ამ გზას აირჩევს, რადგან როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, ირანზე ისრაელის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმასთან საერთო არაფერი ჰქონია და თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა მათკენ გაემართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში