უკრაინაში კიდევ 1 200 მოქალაქის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების, ცხედარი დააბრუნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, რეპატრიაციის ღონისძიებები განხორციელდა. უკრაინაში კიდევ 1 200 ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, - ნათქვამია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ექსპერტიზა უახლოეს პერიოდში დაიწყება.