კიევზე თავდასხმის შედეგად 14 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებულია

17 ივნისი 2025, 10:01 101 ნახვა

კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიშის  შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 100-ზე მეტი. მონაცემებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ადასტურებს. მისი თქმით, რუსეთმა  კიევში ღამით 27 სამიზნეზე მიიტანა დარტყმა.

დანგრეული და დაზიანებულია სახლები, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ  თავდასხმების შედეგად გარდაიცვალა აშშ-ის მოქალაქე, თუმცა, არ აკონკრეტებს პირდაპირ კავშირშია თუ არა მისი სიკვდილი საჰაერო იერიშთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში