ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულია ალი შადმანი, რომელიც ირანის სამხედრო შტაბის უფროსი და უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაური იყო.
ონლაინ ბრიფინგზე ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ შადმანი თეირანში მოკლეს.
მან ის ირანის უზენაეს ლიდერთან ყველაზე დაახლოებულ ადამიანად მოიხსენია. დეფრინმა განაცხადა, რომ იგი ოთხი დღის წინ დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ისრაელის თავდასხმების პირველ დღეს მოკლეს.