მაკრონი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

18 ივნისი 2025, 10:55 109 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისა, რამაც შეიძლება რეჟიმის შეცვლა და პოტენციური ქაოსი გამოიწვიოს. მაკრონი მხარეებს  ცეცხლის შეწყვეტისკენ და ბირთვულ პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

რეპორტიორებთან საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, შეიცვალა აზრი ორშაბათს კანადაში დიდი შვიდეულის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მაკრონმა განაცხადა, რომ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვის.

მაკრონმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ უნდა მოექცეს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და მისი ბალისტიკური რაკეტების არსენალი შემცირდეს, მაგრამ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე  სამხედრო ქმედებებს, რამაც შეიძლება რეჟიმის შეცვლა გამოიწვიოს.

მაკრონის კომენტარები  მკვეთრად ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ ისრაელი თავისი დასავლელი მოკავშირეებისთვის „ბინძურ სამუშაოს“ ასრულებს, თუმცა აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე ამას ის ვერ შეძლებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში