ისრაელიდან უცხოელები საკრუიზო გემით კვიპროსში ჩაიყვანეს

18 ივნისი 2025, 14:01 165 ნახვა

კვიპროსის ქალაქ ლარნაკის პორტში ჩავიდა საკრუიზო გემი, რომელმაც ისრაელიდან ევაკუირებულები ჩაიყვანა.

ათასობით მგზავრმა ირანთან  კონფლიქტის გამო ისრაელის საჰაერო სივრცის დახურვის გამო სამშობლოში დაბრუნება საჰაერო გზით ვეღარ შეძლო. ისრაელის საკუთრებაში არსებული გემი ისრაელიდან კვიპროსის მიმართულებით 17 ივნისს გაემგზავრა.

გემის ოპერატორის, მანო მერითაიმის განცხადებით, მგზავრებს შორის   1500 ახალგაზრდაა, რომლებიც ისრაელში „ბიორზრაით ისრაელ“-ის ტურის ფარგლებში სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ.

ისრაელის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, გემი უკანა გზაზე კვიპროსში ჩარჩენილ ისრაელის მოქალაქეებს საპორტო ქალაქ ჰაიფაში გადაიყვანს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში