თელ-ავივის აეროპორტში პირველი ავიარეისით უცხოეთში ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეები ჩაიყვანეს

18 ივნისი 2025, 14:08 236 ნახვა

თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა პირველი რეისი, რომელიც საზღვარგარეთ ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.  მათ  ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი დახვდა.

ისრაელის აეროპორტის ადმინისტრაციამ  განაცხადა, რომ ეს იყო პირველი სამაშველო ფრენა „ოპერაცია უსაფრთხო დაბრუნების“ ფარგლებში.  ისრაელმა გასულ კვირას დახურა თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის, რადგან დაიწყო ირანზე თავდასხმა.

ავიაკომპანია ელ-ალმა იქსის ოფიციალურ ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ავიაკომპანია  ლარნაკიდან, ათენიდან, რომიდან, მილანიდან და პარიზიდან სამაშველო რეისების განსახორციელებლად ემზადებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში