რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია. დიმიტრი პესკოვის თქმით, ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობა პანდორას ყუთს გახსნის.
კითხვაზე, როგორი იქნებოდა რუსეთის რეაქცია თუ ისრაელი აშშ-ის დახმარებით აიათოლა ალი ხამენეის მოკლავს, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს ნეგატიური იქნება და რუსეთი ამას დაგმობს.
პუტინის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ხამენეის სიკვდილი ირანში ექსტრემისტული განწყობების გამოჩენას გამოიწვევს.