ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ვერც ექნება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ივნისი 2025, 14:43 166 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ირანზე დარტყმები იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.

ნეთანიაჰუმ ირანს მსოფლიოს მთავარი ტერორისტული რეჟიმი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ვერც ექნება.

„ვიბრძოლებთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგანაც ჩვენ ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ; ერთი რაკეტებისგან, ხოლო მეორე, უგუნური რეჟიმის ხელში არსებული ატომური ბომბისგან მოდის. ირანი მსოფლიოში მთავარი ტერორისტული რეჟიმია. მას არ უნდა ჰქონდეს და ვერ ექნება ბირთვული იარაღი. ისრაელის მიზანია გადაურჩეს ირანულ საფრთხეს. ამ საქმის კეთებისას ჩვენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ვშველით“, - თქვა ნეთანიაჰუმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში