სამხედრო დაპირისპირება ირანსა და ისრაელს შორის

21 ივნისი 2025, 20:04 148 ნახვა

ირანის ხუზესტანის რეგიონის ქალაქ აჰვაზში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქ მაჰშაჰრის პორტშიც.ირანული მედიის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიებზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. ირანელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ. ხუზესტანის რეგიონი ერაყს ესაზღვრება და ირანის ნავთობის მწარმოებელი მთავარი რეგიონია. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატები გაუშვა.

ირანული მედიის თანახმად, თავდასხმის სამიზნე გალილეის რეგიონი იყო. ირანული მედიის მტკიცებით, ორმა უპილოტო აპარატმა ასევე დაბომბა ნეგევის რეგიონი და ტიბერიის ტბის სამხრეთი ტერიტორია.

ისრაელის თავდაცვის ძალები უპილოტო აპარატების გაშვებას ადასტურებენ, თუმცა ასევე ამტკიცებენ, რომ გასული ღამის შემდეგ ქვეყნის საჰაერო ძალებმა 40 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, 13 ივნისის შემდეგ ირანმა ათასზე მეტი უპილოტო აპარატი გაუშვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში