ირანი აშშ-ს ემუქრება

22 ივნისი 2025, 14:52 110 ნახვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპმა არა მხოლოდ ირანი არამედ საკუთარი ერიც მოატყუა.

აბას არაღჩის თქმით, თეირანი გააგრძელებს სუვერენიტეტისა და მოსახლეობის დაცვას. მინისტრმა აღნიშნა, რომ დიპლომატიას ირანმა კი არა აშშ-მა უღალატა და მათგან ამ გზაზე დაბრუნების მოწოდება უადგილოა.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს ამ აგრესიისთვის ძვირი ფასის გადახდას ჰპირდება. ქვეყნის თავდაცვის უწყებისთვის კი ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა „სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმად“ შეფასდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში