ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ საგანგებო სხდომა ჩანიშნა

22 ივნისი 2025, 14:53 104 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხვალ მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ინფორმაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ავრცელებს.

ამასთან, მუმად ესლამმა, რომელიც ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელია, წერილობით მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გამოიძიოს აშშ-ის დარტყმები.

ამასთან, 3 ირანულ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებული დარტყმების შესახებ განცხადებას ავრცელებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, სადაც აღნიშნულია რომ დარტყმების შედეგად რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში