ამერიკის შეტევა ისრაელზე - გამოხმაურება

22 ივნისი 2025, 17:55 101 ნახვა

ჩინეთი მკაცრად გმობს აშშ-ის თავდასხმას ირანზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების ქმედებებმა სერიოზულად დაარღვია გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნები.

ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას.

აშშ-ის თავდასხმას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებითა და ბომბებით იერიშის მიტანა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოსგან რეაგირებას ითხოვს და გამოდის მოწოდებით, დასრულდეს აგრესია და გაიზარდოს ძალისხმევა, რათა შეიქმნას პირობები სიტუაციის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში