ირანის მეჯლისმა ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2025, 19:50 226 ნახვა

ირანის საკანონმდებლო ორგანომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა.

ირანული მედიის ინფორმაციით, მეჯლისმა გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვის გადაწყვეტილება ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ მიიღო.

საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს.

სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია. ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში