გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს დარტყმების შემდეგ.
"ფორდოუს ობიექტზე - ირანის ურანის 60%-მდე გამდიდრების მთავარ ადგილას - კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე. ეს შეესაბამება შეერთებული შტატების განცხადებებს“, - განაცხადა გროსიმ და დასძინა, რომ ამ დროისთვის არავის, არ შეუძლია „შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება“.
ამასთან, გროსიმ განაცხადა, რომ ისპაჰანში ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები. მისივე თქმით, დაზიანდა გვირაბების შესასვლელები.