თანამგზავრული ფოტოებით დასტურდება, რომ ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს შთამბეჭდავი ზიანი მიადგა - დონალდ ტრამპი

23 ივნისი 2025, 10:13 174 ნახვა

თანამგზავრული ფოტოებით დასტურდება, რომ ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს შთამბეჭდავი ზიანი მიადგა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"განადგურება“ ზუსტი ტერმინია! ნაჩვენები თეთრი კონსტრუქცია ღრმად არის ჩადგმული კლდეში, მისი სახურავიც კი მიწის დონეზე გაცილებით დაბლაა და მთლიანად დაცულია ცეცხლისგან. ყველაზე დიდი ზიანი მიადგა მიწის დონეზე გაცილებით დაბლა. ზუსტად მიზანში!“,- წერს დონალდ ტრამპი.

შაბათს 21 ივნისს აშშ-მ 75 ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა, მათ შორის ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები და ორ ათეულზე მეტი ტომაჰავკის რაკეტა ესროლა ირანის სამ ბირთვულ ობიექტს -განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ  გენერალმა დენ კეინმა.

გაეროს ბირთვული მონიტორინგისა და  საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოებმ განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმების შემდეგ ტერიტორიის გარეთ რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, სი-ენ-ენ-ს განუცხადა, რომ მიწისქვეშ მიყენებული ზიანის შეფასება ჯერ  შეუძლებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი