ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ კატარში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რაკეტების რაოდენობა იგივე იყო, რაც აშშ-მა გამოიყენა მათ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისთვის.
“ ეს ქმედება არანაირ საფრთხეს არ უქმნის მეგობარ და დაძმობილებულ ქვეყანას, კატარს“ - აცხადებენ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოში.
ცოტა ხნის წინ ირანმა ყატარსა და ერაყში მდებარე ამერიკული ავიაბაზებისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. არსებული ინფორმაციით, ყატარისკენ, სულ მცირე, 6 რაკეტა იყო გაშვებული.