ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაცია მოითხოვეს. დემონსტრანტებს საელჩოსთან პროტესტის გამართვის უფლება არ მისცეს და ისინი გზის მეორე მხარეს, მდინარის ნაპირზე, შეიკრიბნენ.
მომიტინგეებს ირანული და პალესტინის დროშები ეჭირათ ხელში.
ირანმა გუშინ კატარში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აშშ-ის პრეზიდენტმა კი ეს აქტი აშშ-ის თავდასხმებზე „სუსტ რეაგირებად“ შეაფასა.