ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია - ვენსი

24 ივნისი 2025, 10:09 121 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს აღარ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის დარტყმებმა მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკულ მხარეს მსხვერპლის გარეშე   გაანადგურა ირანის ბირთვული პროგრამა. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა არსებული აღჭურვილობით'' - თქვა ჯეი დი ვენსმა ფოქს ნიუსთან ინტერვიუში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანს მომავალში ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეჯახება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი