სუმის ოლქზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად, 8 წლის ბიჭი და ორი ზრდასრული დაიღუპა და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, განაცხადა უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ.
თავდასხმის შედეგად 30-მდე საცხოვრებელი სახლი და ოთხი ავტომობილი დაზიანდა. იერიშის გამო სუმიში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.
რუსეთმა ასევე დაბომბა ხერსონი, სადაც ოთხი ადამიანია დაშავებული.