ნატო-ს სამიტის დღის წესრიგის პირველი საკითხი თავდაცვის ხარჯების გაზრდაა, სამართლიანია, რომ ევროპელებმა და კანადელებმა იმდენივე დახარჯონ, რამდენსაც აშშ ხარჯავს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს თქმით, რუსეთისგან მომავალი საფრთხისა და საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი უკრაინაა.