ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ წევრებისა და მხარდამჭერების სახლებში ჩხრეკას დილიდან ატარებენ.