ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებითი ჯარები განალაგოს უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად და ფხენიანი აგრძელებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას - განაცხადეს სამხრეთ კორეელმა კანონმდებლებმა სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით. მათი ტქმით, რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება.
სააგენტომ შეფასების საფუძვლად ჩრდილოეთ კორეის მიერ განლაგებისთვის ჯარების ახალი შეკრება და რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირის ფხენიანში ბოლოდროინდელი ვიზიტი მოიყვანა.