ინდოეთის რამდენიმე შტატში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილოეთ ინდოეთში.
დაღუპულია 5 ადამიანი. მდინარის კალაპოტის გასწვრივ განადგურდა სახლები. მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, მუსონური წვიმები რამდენიმე დღე გაგრძელდება.
სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.