პოლონეთის პრეზიდენტი  ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა

28 ივნისი 2025, 14:45 103 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რომელიც თანამდებობას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის გამო 2 ივლისს დატოვებს, კიევში ჩავიდა- დუდას ვიზიტი უკრაინის კონსტიტუციის დღეს, 28 ივნისს, იმართება. პოლონეთის პრეზიდენტი უკვე მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც პოლონელი კოლეგა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. როგორც პრეზიდენტის  ბრძანებულებაშია ნათქვამი, დუდას ჯილდო უკრაინა-პოლონეთის  თანამშრომლობის განმტკიცებაში, უკრაინის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის გადაეცა. ორი ქვეყნის ლიდერებმა კიევში უკრაინისთვის დაღუპულთა ხსოვნის კედელი ყვავილები შეამკეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში