მასშტაბური მსვლელობა ბუდაპეშტში ლგბტქ უფლებების მხარდასაჭერად

29 ივნისი 2025, 11:38 133 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პრაიდის“ აკრძალვის მიუხედავად აქცია გაიმართა. მიმდინარე წლის მარტში უნგრეთის მთავრობის მიერ ლგბტქ+ ღონისძიებების ჩატარების აკრძალვის მიუხედავად პრაიდის მონაწილეები მაინც შეიკრიბნენ.

მთავრობამ ასევე მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება დაუშვა. 30-ე ყოველწლიურ პრაიდში დემონსტრანტები პლაკატებით გამოვიდნენ და ისინი ბუდაპეშტის პრაიდს სოლიდარობას უცხადებდნენ. ორგანიზატორის თქმით ქუჩაში 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

მსვლელობას მხარდაჭერა 30-ზე მეტმა საელჩომ გამოუცხადა. სპეციალურად ამ დღისთვის უნგრეთში ჩავიდა თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰაჯა ლაჰბიბი და ევროპარლამენტის დაახლოებით 70 წევრი.აქციის მონაწილეებს ჯარიმა, ხოლო ორგანიზატორებს 1 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში