ზელენსკის გადაწყვეტილება

30 ივნისი 2025, 09:34 99 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ოტავის კონვენციიდან ქვეყნის გასვლის შესახებ, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გამოყენებას.

უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი არასდროს ყოფილა ამ კონვენციის ნაწილი“, მათ შორის უკრაინასთან ომის დროს.

უკრაინამ კონვენციის რატიფიცირებას 2005 წელს  მოახდინა. ხელშეკრულებიდან გასვლისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი